წარმოგიდგენთ ჩვენს ინოვაციურ პროდუქტს – ბისილვალოეს!

თუ თქვენ ეძებთ თანამედროვე და ეფექტურ საშუალებას კანის მექანიკური თუ
თერმული დაზიანებების სამკურნალოდ, მაშინ ბისილვალოე სწორედ ისაა, რაც
გჭირდებათ.
სამი უნიკალური პროდუქტის კომბინაცია აჩქარებს შეხორცების პროცესს.
ბისილვალოე წარმოდგენილია ფხვნილის სპრეის სახით, რომლის შემადგენლობაში
შემავალი სამი ძლიერი ინგრედიენტი : იონიზებული ვერცხლი, ცეოლითი და ალოე ვერა
,მოქმედებენ სინერგიულად.
დღეს ერთ-ერთ მათგანზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას – ეს არის ალოე ვერა.
ალოე ვერას დამამშვიდებელი და სამკურნალო თვისებები, რომლებიც საუკუნეების
განმავლობაშია ცნობილი, ბისილვალოეს შემადგენლობაში განსაკუთრებულ როლს
ასრულებს. ალოე ვერა ამცირებს გაღიზიანებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
დამწვრობის დროს და ,ამავდროულად, ატენიანებს კანს.
ალოე ვერა ქმნის ოპტიმალურ გარემოს დაზიანებული უბნების სწრაფი და ეფექტური
შეხორცებისთვის. მისი წყალობით, კანი ინარჩუნებს ელასტიურობას და რეგენერაციის
უნარს.

ბისილვალოეს მძლავრ ანტიმიკრობულ მოქმედებას განაპირობებს მის
შემადგენლობაში შემავალი იონიზებული ვერცხლი.

  • იონიზირებული ვერცხლი: ახასიათებს ძლიერი ანტიბაქტერიული მოქმედება და
    ეფექტურია ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი ბაქტერიების წინააღმდეგაც.
  • ცეოლითი: ბუნებრივი მინერალი, რომელიც გამოირჩევა ძლიერი აბსორბციული
    უნარით. ის ხელს უწყობს ჭრილობის ან დამწვრობის კერაში ზედმეტი სითხის
    შთანთქმას, რაც აფერხებს მიკრობების გამრავლებას და აჩქარებს შეხორცებას.

ბისილვალოეს ძირითადი უპირატესობებია:
• უნიკალური შემადგენლობა
• გამოხატული ანტიმიკრობული ეფექტი
• ჭრილობების სწრაფი შეხორცების უნარი

ბისილვალოეს ხარისხი და უსაფრთხოება დადასტურებულია საერთაშორისო
სერთიფიკატით UNI EN ISO 10993-1, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ბიოთავსებადი
პროდუქტია, არ აქვს გვერდითი ეფექტები და მისი ხანგრძლივი გამოყენება
უსაფრთხოა.
ბისილვალოე რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• სხვადასხვა სახის ჭრილობები
• დამწვრობები (მცირე)
• ქირურგიული ჭრილობები
• ქრონიკულ დაავადებებთან დაკავშირებული კანის დაზიანებები (ნაწოლები,
დიაბეტური და ვენური წყლულები).


ეს იყო ჩვენი პირველი ნაბიჯი ბისილვალოეს სამყაროში. მომავალში კიდევ უფრო
დეტალურად გაგაცნობთ ამ უნიკალური პროდუქტის თითოეულ კომპონენტს და
მისი გამოყენების სპეციფიკას.

One response to “წარმოგიდგენთ ჩვენს ინოვაციურ პროდუქტს – ბისილვალოეს!”