ანოტაცია

ბისლილვალოე – ინოვაციური პროდუქტი  კანის მექანიკური და თერმული დაზიანების სამკურნალოდ

ბისილვალოე წარმოადგენს ჭრილობების, დამწვრობის(მცირე დამწვრობის ), ნაწოლების სამკურნალო საშუალებას. პროდუქტი აჩქარებს შეხორცების პროცესს და აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.

ბისილვალოე წარმოდგენილია ფხვნილის სპრეის სახით, რომლის შემადგენლობაში შედის :

  • იონიზირებული  ვერცხლი (ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები)
  • ცეოლითი 
  •  ალოე  ვერა

ცეოლითი არის მინერალი, რომელსაც აქვს აბსორბციის (ანუ შთანთქმის )  უნარი.  ის ითვლება ძლიერ  აბსორბენტად. აბსორბციას დიდი მნიშვნელობა აქვს ჭრილობისა და დამწვრობისთვის, რადგან ამ დროს გამოყოფილი ექსუდატი( ანუ სითხე)   ხელს უშლის ჭრილობის შეხორცებას და ქმნის ხელსაყრელ გარემოს მიკრობების გამრავლებისთვის. ცეოლითი კი, შთანთქავს სითხეს და ჭრილობის შეხორცებას უწყობს ხელს.

იონიზირებული ვერცხლი გამოირჩევა ძლიერი ანტიმიკრობული ეფექტით, ის ეფქტურია ისეთი მიკრობების მიმართაც კი, რომლებზედაც ანტიბიოტიკები არ მოქმედებს. ხოლო ცეოლიტთან კომბინაციაში  და მის ბაზაზე, ანტიმიკრობული მოქმედება კიდევ უფრო ძლიერდება.

იონიზირებული ვერცხლი ცეოლიტის საფუძველზე   ავლენს გაძლიერებულ   ანტიმიკრობულ    მოქმედებას!

ალოე ვერა  უზრუნველყოფს  დამამშვიდებელ ეფექტს, ამცირებს გაღიზიანებას და ქავილის შეგრძნებას, განსაკუთრებით დამწვრობის დროს.კანს უნარჩუნებს  ტენიანობას,  რაც ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას.

ბისილვალოე– აბსორბენტი ფხვნილის სპრეი ვერცხლის ნანონაწილაკებით

  • უნიკალური შემადგენლობა
  • ანტიმიკრობული ეფექტი
  • ჭრილობის  სწრაფი შეხორცება
  •  ტკივილის შემცირება

UNI EN ISO 10993-1- საერთაშორისო სერთიფიკატი

ბისილვალოე -კლასიფიცირდება როგორც ბიოთავსებადი პროდუქტი, რომელიც უსაფრთხოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას სხეულზე ან მის შიგნით გრძელვადიანი გვერდითი ეფექტების გარეშე.

„ექსუდატების აბსორბირებადი ფხვნილი ვერცხლის იონებით” არ იწვევს გაღიზიანებას და ალერგიულ რეაქციებს, ხოლო მისი ციტოტოქსიური თვისებები სასარგებლოა კანის მიკრობიომის შესანარჩუნებლად.

გამოყენების ჩვენებები:

  • ჭრილობები 
  • დამწვრობები
  • ქირურგიული ჭრილობები
  • ქრონიკულ დაავადებების თანმხლები დაზიანებები:

დიაბეტური წყლულები, ნაწოლები,   ვენური წყლულები